გიორგი მარგველაშვილი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს, კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებას მეტი ძალისხმევა მოახმარონ

მინდა ხაზგასმით მოვუწოდო კავკასიის რეგიონის კონტექსტში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტი აღნიშნული განცხადებით მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
”დღეს მე მინდა ხაზგასმით მოვუწოდო კავკასიის რეგიონის კონტექსტში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, მშვიდობიანად განიმუხტოს ის გარემო, რომელიც არის აქედან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში და დიპლომატიური წყაროებით და ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობის და კონფლიქტის ნეიტრალიზება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები