ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 4 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „საქართველოს მელიორაცია“, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე,4კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები წესრიგდება.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, მუნიციპალიტეტში 40ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.
სადრენაჟე არხებზე ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წლის ივლისში დაასრულებს.