აზერბაიჯანი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, სომხეთს მთიანი ყარაბაღიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვოს

აზერბაიჯანი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, სომხეთს მთიანი ყარაბაღიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას “ტრენდი” ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ამის შესახებ საუბარია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
“ამ დროისთვის ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. გრძელდება აზერბაიჯანული პოზიციების დაცხრილვა მძიმე არტილერიის გამოყენებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყება აცხადებს, სომხეთის მცდელობა, აზერბაიჯანს დააბრალოს ვითარების გამწვავება ფრონტის ხაზზე, მიმართულია საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოსატყუებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები