აშშ-ში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფა მსხვერპლით დასრულდა
აშშ-ში, ფილადელფიის გარეუბანში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფა მსხვერპლით დასრულდა.
სამგზავრო მატარებელი, რომელიც ნიუ-იორკი-სავანას მიმართულებით მოძრაობდა რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი გარდაიცვალა და 10 დაშავდა.
მთლიანობაში მატარებელში 341 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, სარკინიგზო ავარიის მიზეზი ექსკავატორი გახდა, რომელიც სარკინიგზო ხაზზე იყო გაჩერებული.