აზერბაიჯანი ყარაბაღში სამხედრო ოპერაციას აჩერებს
აზერბაიჯანი ყარაბაღში სამხედრო ოპერაციას აჩერებს, ამის შესახებ РИА Новости აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელზე ვაგიფ დიარგახლიზე დაყრდნობით იტყობინება.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანამ საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების საფუძველზე მიიღო.
ამასთან, თავდაცვის უწყების პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, თუკი სომხური მხარე „პროკოკაციულ ქმედებებს გააგრძელებს, აზერბაიჯანული მხარის პასუხი იქნება მკაცრი და ოპერაცია განახლდება“.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთმა ერთ დღე-ღამეში ზავი 130-ჯერ დაარღვია.
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის ორივე მხარე ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებს.