2025 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის ყოველ მეხუთეს ჭარბი წონის პრობლემა ექნება
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეს მსოფლიოში მოსახლეობის 15-17%-ს ჭარბი წონის პრობლემა აქვს. თუმცა დღევანდელი დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში 2025 წელს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც ჭარბი წონა აქვს, 18-21 % იქნება. მეცნიერებმა ბოლო 40 წლის დინამიკა შეისწავლეს. სტატისტიკის მიხედვით, თუ 1975 წელს მსოფლიოში 105 მილიონი ჭარბწონიანი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა ასეთი 640 მილიონია. მეცნიერები ამბობენ, რომ დღესათვის იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ, ბევრად აღემატება იმათ, ვინც წონის ნაკლებობას განიცდის. ასეთ მდგომარეობას მეცნიერები რამდენიმე მიზეზით ხსნიან – პირველ რიგში, იმით, რომ ადამიანები საკუთარ თავს ჭამის დროს ვერ აკონტროლებენ. გარდა ამისა, სიმსუქნის მიზეზი პროდუქტების დაბალი ხარისხიცაა.