მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ შეუძლიათ უცხოპლანეტელებს საკუთარი პლანეტების შენიღბვა

თუ სხვა პლანეტებზე ადამიანის მსგავსი სიცოცხლე არსებობს და უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებს სურთ, თავიანთი არსებობა საიდუმლოდ შეინარჩუნონ, მათ ამის საშუალება აქვთ.
აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსების აზრით, ამისთვის უცხოპლანეტელებს ძლიერი ლაზერული დანადგარი დასჭირდებოდათ.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან სხვა პლანეტების შესწავლა, ძირითადად, ტელესკოპის მეშვეობით ხდება, უცხოპლანეტელბს შეუძლიათ, შექმნან ლაზერი, რომლის კონცენტრირებული სხივი ტელესკოპს „დააბრმავებს“ და ასტრონომებს ამ კოსმოსური სხეულის აღმოჩენის საშუალებას არ მისცემს.
ასტროფიზიკოსების გამოთვლებით, იმისთვის, რომ პლანეტაზე ყველა სახის გამოსხივებით დაკვირვება შეუძლებელი იყოს, საჭიროა 760 მეგავატის სიმძლავრის ლაზერი, ხოლო მხოლოდ ოპტიკური ტელესკოპების „დასაბრმავებლად“ – 30- მეგავატიანი ლაზერიც საკმარისია.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მსგავსი ტექნოლოგია მომავალში შეიძლება დედამიწის მოსახლეობამაც გამოიყენოს, თუ უცხოპლანეტელების ვიზიტი დედამიწის მკვიდრთათვის არასასურველი იქნება, თუმცა ლაზერის გამოყენება საპირისპირო მიზნითაც შეიძლება. მისი მეშვეობით პლანეტის „განათებაა“ შესაძლებელი, რათა უცხოპლანეტელებმა დედამიწას უფრო ადვილად მოაგნონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები