ალექსანდრ გრუშკო: ნატოში უკრაინისა და საქართველოს შესაძლო გაწევრიანება ევროპას ააფეთქებს

ნატოში საქართველოსა და უკრაინის შესაძლო გაწევრიანება შენელებული მოქმედების ნაღმია ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ქვეშ, – ამის შესახებ ნატოში რუსეთის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკომ “Россия 24”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია სიტუაცია, როცა უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედი აქვთ, ალიანსი კი მათ მისაღებად გეგმას ამზადებს.
“არავის გაუუქმებია ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან, მაგრამ ეს ფორმულირება ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციაში ჩადებული ნაღმია. ეს სიტუაციას ააფეთქებს და ევროპას ისეთი კრიზისის ზღვრამდე მიიყვანს, რომლის მასშტაბის წარმოდგენაც დღეს შეუძლებელია”, – განაცხადა გრუშკომ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნატო რუსეთის საზღვართან შეიარაღებული ძალების რაოდენობას გაზრდის, მოსკოვის პასუხი ადეკვატური იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები