ვლადიმერ ბოჟაძე – მარკო რუბიოს არ უხსენებია საქართველო და „ქართული ოცნება“

„პროვოკაციული კითხვის საპასუხოდ მარკო რუბიოს არ უხსენებია საქართველო და „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ანტიამერიკული და ანტიდასავლური მთავრობა არ ჰყავს.

„ეს ადამიანია სამარცხვინო „მეგობარი აქტის“ ავტორი. პროვოკაციული კითხვის საპასუხოდ მარკო რუბიოს არ უხსენებია საქართველო და „ქართული ოცნება“. მან თქვა, რომ თუ მსოფლიოში ანტიამერიკული მთავრობა არსებობს, ასეთი მთავრობა სჭირდება თუ არა ამერიკას, გავარკვევთო. საქართველოს არც ანტიამერიკული და არც ანტიდასავლური მთავრობა არ ჰყავს. როგორია მთავრობა, ეს მარკო რუბიომ და ქართველმა ხალხმა კარგად იციან. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან რამდენიმე თვეა გასული, ამერიკას ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს საქართველოსთან და რეგიონთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყება და იმ ნიშნულს დავუბრუნდებით, რომელიც გვქონდა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, 21 მაისს წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა: „შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომ ჩვენ შევხედავთ და ვიტყვით, არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი ანტიამერიკული მთავრობის არსებობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში და თუ არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები