“ჰუსიტებმა” იემენიდან ისრაელისკენ ორი რაკეტა გაუშვეს

ირანთან მოკავშირე “ჰუსიტებმა” თავდასხმები გააძლიერეს და იემენიდან ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს,- ამის შესახებ, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის თავდაცვის სისტემებმა წარმატებით ჩამოაგდო. რაკეტების სამიზნე ბენ გურიონის აეროპორტი იყო.

“ჰუსიტებმა” განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ ისრაელის მიმართულებით შეტევებს, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა წითელ ზღვაში აშშ-ის გემებზე თავდასხმები შეეჩერებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები