დატოვებს თუ არა “ვივუსს” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი – რა დაწერა გურამ შეროზიამ სოციალურ ქსელში
გავრცელებული ინფორმაციით, vivus.ge-ის საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ შეროზია თანამდებობის დატოვებას აპირებს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ პოსტზე კომენტარი დაწერა. „აიპრესი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა გურამ შეროზიას, თუმცა მან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
„არის რაღაც-რაღაც მიზეზები, რის გამოც კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ“, -განაცხადა შეროზიამ.