ოლანდი – პარიზში და ბრიუსელში ტერაქტების ორგანიზატორების ქსელი პრაქტიკულად განადგურებულია

ტერორისტების ქსელი, რომლებმაც პარიზსა და ბრიუსელში ტერაქტების სერია მოაწყო, განადგურების პირას არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
ამასთან, საფრანგეთის ლიდერის თქმით, არსებობენ სხვა ქსელებიც, რომლებიც ასევე საფრთხეს წარმოადგენენ. ოლანდის ინფორმაციით, ამჟამად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომლის მიზანია ამ ქსელის საბოლოო განადგურება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტერორისტული საფრთხის გასანეიტრალებლად აუცილებელია სირიისა და ერაყის პრობლემების მოგვარება. „ძალზე რთული პრობლემაა ლტოლვილების საკითხი, რომელიც ევროპისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. სირიიდან ლტოლვილთა საერთო რაოდენობა 4 მილიონს აჭარბებს. ევროპის ქვეყნებში კი 1 მილიონხე მეტი ლტოლვილია ჩასული“, – განაცხადა ოლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები