ერაყში საფეხბურთო მატჩზე მომხდარი აფეთქებისას 26 ადამიანი დაიღუპა

ერაყში, ქალაქ ისკანდერიაში საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა 70-ზე მეტი კი დაიჭრა.
“ბი-ბი-სის“ ცნობით, აფეთქება ადგილობრივი დროით 19:15 საათზე, სწორედ იმ დროს მოხდა, როცა მატჩის დასრულებისას გამარჯვებულებს პრიზი გადაეცემოდათ. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო “ისლამურმა სახელმწიფომ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები