რა „დაიგინა“ პუტინმა სააკაშვილზე?!

 ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურაში მისი დაკითხვა საქართველოს მთავრობას რუსეთის პრეზიდენტმა დაავალა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს გადაცემაში -„არჩევანი“ განაცხადა, ის პროკურატურაში არ გამოცხადდება და იმ საქმეს გააგრძელებს, რასაც დღემდე აკეთებდა. მისი თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტი მოსპობით დაემუქრა. „მე უნდა ჩამოვიდე თბილისში და პუტინის ოცნება შევასრულო? მე გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი, როგორც თავისუფალი ადამიანი, ჩემი ცხოვრება არ არის ადვილი იმ გაგებით, რომ დღეს დაცვის გარეშე დავდივარ. ნიუ-ორკში დავდივარ მეტროთი. სხვათაშორის კიევში მასპინძლები დამყვებიან დაცვით, ერთადერთი ადგილია, სადაც დაცვით დამყვებიან. პუტინს გამოცხადებული აქვს საჯაროდ, რომ მე უნდა მომსპონ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი ხარ, კარიმოვი და როდესაც გესმის, რომ პუტინმა არაერთხელ გამოაცხადა, „დაიგინა“ პირდაპირ რომ ვთქვა, რომ ნადვილად გამასაღებს, უყურებს, რომ გავიდა ერთი, ორი, სამი ოთხი და ხუთი წელი, ფიქრობს, რას დადის ეს კაციო… ხომ იფიქრებს კაცი, რომ არც ისე ძლიერი ყოფილა ეს პუტინიო. ამიტომ ჩემი ცხოვრება არც ისე ადვილია და არც ურისკო, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ სანამ შემიძლია რომ ვიარო და რაღაცნაირად ჩემი პროგრამა განვახორციელო, მე ამას გავაკეთებ, არა იმ საკნიდან, სადაც ახლა ვანო მერაბიშვილია, არამედ ნიუ-იორკიდან, ვარშავიდან, კიევიდან, პრაღიდან… ამიტომ ჩემს გადაადგილებას ვერავინ შეზღუდავს, ეს უკვე ნათელია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები