რუსეთმა უკრაინაში მდებარე აზერბაიჯანული ნავთობის ბაზაზე იერიში კვლავ მიიტანა

რუსეთმა ოდესის რეგიონში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის საწვავის ბაზაზე იერიში კვლავ მიიტანა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, შეტევა განხორციელდა “შაჰედის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით, რასაც ბაზაზე ხანძარი და ინფრასტრუქტურული დაზიანებები მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, განადგურდა 17-ვე ავზი, სატუმბი სადგური, ოპერატორის და ტექნიკური ოთახები. საწყობში 16 ათას კუბურ მეტრზე მეტი საწვავი იყო.

კიევში აცხადებენ, რომ თავდასხმა მიზანმიმართული იყო აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ და მას „დიპლომატიური და სამართლებრივი პასუხი“ მოჰყვება.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ დროისთვის ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

როგორც მედია წერს, ეს 10 დღის განმავლობაში რუსების მეორე თავდასხმაა. 8 აგვისტოს, იმავე ნავთობის საწყობში, მათ დაახლოებით 10 დრონი გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები