„მიხეილ სააკაშვილს ძალიან ეშინია სიმართლის დადგენის“

 მიხეილ სააკაშვილს ძალიან ეშინია სიმართლის დადგენის – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძე გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა. მისივე თქმით, იყო დრო, როცა ექსპრეზიდენტს დამოუკიდებელი ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების დასმული კითხვებიც კი აღიზიანებდა.
„მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ჟურნალისტების კითხვებიც კი აღიზიანებდა, მათ არ შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა. ახლა კი, როცა რეალობა შეიცვალა, პროკურატურაში უნდა მიბრძანდეს და პასუხი გასცეს მის მიმართ დაგროვილ კითხვებს. მას შიში ამოძრავებს, მას ძალიან ეშინია სიმართლის დადგენის და სწორედ ამიტომ არ მიდის საგამოძიებო უწყებაში“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები