რატომ წავიდა კახა ბენდუქიძე აშშ- ში?

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – ამის შესახებ ინფორმაციას ბენდუქიძის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც პრესამსახურში განმარტავენ, ცოდნის ფონდის დამფუძნებელს დაგეგმილი აქვს შეხვედრები როგორც მთავრობის, ასევე, არასამთავრობო, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.
„კახა ბენდუქიძე სახელმწიფო დეპარტამენტის, Carnegie Endowment for Peace-ის, Atlantic Council-ის და სენატის წარმომადგენლებს შეხვდება. მოხსენებით გამოვა კალიფორნიაში, RAND-ის სადოქტორო სკოლისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ უკრაინისადმი მიძღვნილ სემინარზე და მონაწილეობას მიიღებს სხვა ღონისძიებებში”, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები