„ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტის შესაწავლად FBI ჯორჯ ბუშმა გამოაგზავნა"

  საქართველოს ექს-პრეზიდენტის ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ FBI-ის ჯგუფი საქართველოში აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოგზავნა – ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემა „არჩევანის“ ანონსიდან გახმაურდა. „რუსთავი 2“ -ს მაყურებელი დღეს მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს იხილავს. „ჯორჯ ბუშმა მითხრა, ჟვანიას სიკვდილი რომ გავიგე, პირველი რეაქცია მქონდა ის, რომ ეს არის რუსების გაკეთებულიო და გამოვაგზავნე FBI-ის ჯგუფიო. FBI-ის ჯგუფის ჩამოსვლა ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა“, – აცხადებს სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების თემასაც შეეხო.
„გირგვლიანის საქმე ჩემთვის ძალიან დიდი შავი ლაქაა. ისინი ვინც გირგვლიანი მოკლეს, არიან არაკაცები, არაადამიანები,” – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები