„ელისაშვილის ცილისმწამებლური კამპანია მიმართული იყო უმრავლესობის დეპუტატების დისკრედიტაციისკენ“

პროკურატურის ოფიციალური განცხადება მოწმობს, რომ ალეკო ელისაშვილი, მისი საჯარო ცილისწამების მიუხედავად, გამოძიებას არავითარ კონკრეტულ ფაქტს არ აწვდიდა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე პროკურატურის ინფორმაციას,რომლის თანახმადაც ე.წ. კოკაინის საქმეზე ჩადენილი შესაძლო კორუფციული ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.
კვაჭანტირაძის შეფასებით, ალეკო ელისაშვილის მიერ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია მიმართული იყო უმრავლესობის დეპუტატების დისკრედიტაციისთვის, არცერთ მის ბრალდებას არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნდა.
“პროკურატურის ოფიციალური განცხადება მოწმობს, რომ ალეკო ელისაშვილი, მისი საჯარო ცილისწამების მიუხედავად, გამოძიებას არავითარ კონკრეტულ ფაქტს არ აწვდიდა, არ ასახელებდა მის მიერ გაჟღერებული ინფორმაციების წყაროს. ამასთან, არც საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და არც წაშლილი ინფორმაციის აღმდგენი მოწყობილობების მწარმოებელ მსოფლიო ლიდერი შვედური კომპანიის MSAB-ის დასკვნით, არ დადასტურდა, რომ მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას, ალეკო ელისაშვილთან, მისი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში რაიმე სახის სატელეფონო კონტაქტი ჰქონდათ. შესაბამისად, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია, მიმართული იყო უმრავლესობის დეპუტატების დისკრედიტაციისკენ, არცერთ მის ბრალდებას არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნდა“, – წერს კვაჭანტირაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები