რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავარ პროკურორს და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას ერთობლივი განცხადებით მიმართავს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ ვართ ის ორგანიზაციები, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაჟინებით მოვითხოვდით ახალი ხელისუფლებისაგან წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების საფუძვლიან შესწავლას, გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და რაც მთავარია რეჟიმის შეფასება-გასამართლებას. სამწუხაროდ ამის მაგივრად ხელისუფლებამ რეჟიმთან კოჰაბიტაცია და გადარჩენა დაისახა მიზნად. კარგად გვახსოვს ის პერიოდი როდესაც ასობით ათასი ფაილი აღმოაჩინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც არნახულ წამება-არაადამიანურ მოპყრობასთან ერთად, შენახული იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. 06.07.2013 წელს სხვადასხვა სააგენტოებმა გაავრცელეს რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის (“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (GYLA), “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED), “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI), “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და ადამიანის უფლებათა ცენტრი) ერთობლივი განცხადება, სადაც ისინი მოითხოვდნენ ,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად მივიჩნევთ აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივად სწორი პოზიციის დაფიქსირებას. დასაწყისშივე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წინამდებარე განცხადებაში ჩვენ შევეხებით მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის განადგურების აუცილებლობას, რაც ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ასევე დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ყველა სხვა ჩანაწერი. პირიქით, ვიდეო მასალა, სადაც ასახულია წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება თუ სხვა მსგავსი ფაქტები, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე (როგორც მინიმუმ) არ უნდა განადგურდეს და ყველა მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირს კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა დაეკისროს დანაშაულის სიმძიმის ადეკვატური პასუხისმგებლობა”.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაშინ წინააღმდეგები ვიყავით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებისა, უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობდა, მიიღო გადაწყვეტილება ამ მასალის განადგურების. მაშინაც და ახლაც ვთვლით რომ ამ საქმეებზეც უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, რაგდგან ამ შემთხვევაშიც საქმე ეხებოდა უკანონო თვალთვალს და მიყურადებას. სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, “პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება” დანაშაულს წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებას იცავს “ადმიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” მე-8 მუხლი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. მაშინვე გამოითქვა აზრი, რომ არსებობდა მოპოვებული მასალების ასლები რომლებიც სავარაუდოთ გატანილი იყო ქვეყნიდან. არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც მოპოვებულ მასალაში აღბეჭდილ მსხვერპლს დაიცავდა მასალების შემდგომში გამოქვეყნებიდან (მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამჟღავნებისგან). ჩვენ ვთვლით, რომ იმ მასალების განადგურება, რომლებიც დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, ისე რომ მასზე გამოძიებაც არ დაწყებულა, არის დანაშაული, რადგან არ არის სამხილი არ არის დანაშაული. დღეს იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც უშუალოდ მონაწილეობა მიიღეს ამ სამხილების განადგურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ უმოქმედობაში, ითხოვენ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას და პასუხს თხოვენ ხელისუფლებას, თუ რა კეთდებოდა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან საბრძოლველად. ჩვენც ბუნებრივია ვგმობთ ამ ამაზრზენ ფაქტს, რადგან ვთვლით ადამიანის პირადი ცხოვრებით შანტაჟი არის დანაშაული, ისევე როგორც მიყურადება და თვალთვალი, მაგრამ იმასავ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას თავის დროზე არ მოუხდენია რეაგირება სისტემურ დანაშაულზე, არ შეუფასებია ის თუ რასთან გვქონდა საქმე 9 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე ჩვენც ვითხოვთ შეხვედრას პრემიერთან, პრეზიდენტთან, მთავარ პროკურორთან და პარლამენტის უმრავლესობასთან, გვაქვს კონკრეტული კითხვები და სწორედ თქვენგან ველოდებით კონკრეტულ პასუხებს. ჩვენი საერთო აზრია რომ უნდა დაისაჯოს, როგორც ჩანაწერების გაკეთების შემკვეთი, მომპოვებელი და სამხილების გამნადგურებელი, განადგურებაში კი ლომის წილი სწორედ იმ არასამთავრობოებს აქვთ მიღებული რომლებიც დღეს ხელისუფლებას ჭკუას არიგებენ“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: – ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ ნატალია ხოხიაშვილი ,,გაერთიანებული საზოგადოება“ ანი დარსალია ,,საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანება“ მანანა რთველიაშვილი ,,სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო“ მამუკა ტუსკაძე ,,მსჯავრდებულთა იურდიული დახმარების, ჯანდაცვისა და რესოციალიზაციის ცენტრი“ მაკა ჯანელიძე ,, საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირი“ დიმიტრი თევდიშვილი „მწვანე დედამიწა“ ნუგზარ მელაძე „ახალი სიტყვა“ ნინო ჩარკვიანი