მარჯანიშვილის თეატრში სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი – „ზღვის თეატრი“ დაიდგა
მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი – „ზღვის თეატრი“ დაიდგა.
სპექტაკლს აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
„რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა თეატრის მნიშვნელობასა და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. სპექტაკლი დევნილობაში მყოფ, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთაც ქალაქში ახალი თეატრის გახსნას სურთ.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თამაზ ნასარიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.