ლევან გოგიჩაიშვილი ვლადიმერ პაპავას გადადგომას სთხოვს

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” დამფუძნებლის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ორი ადამიანის ამბიციებს არ უნდა შეეწიროს იმ სტუდენტების ურთიერთობები, რომლებიც პარალელურ აქციებს მართავენ.
“უკვე შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რომლებიც სტუდენტებს შორის გაჩნდა. ვფიქრობ, რომ ორი ადამიანის ამბიციებს არ უნდა შეეწიროს იმ სტუდენტების ურთიერთობები, რომლებიც პარალელურ აქციებს მართავენ. აუცილებელია, კონსენსუსის გამოძებნა და ტემპერატურის დაწევა. ამისათვის საჭიროა, გაფრინდაშვილს მიჰყვეს უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი პაპავა და დატოვოს რექტორის თანამდებობა”, – წერს ლევან გოგიჩაიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები