ინგა გრიგოლია: მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ

არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას და მის მიმართ მუქარის შემცველ მესიჯს.
როგორც გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მას მუქარის არ ეშინია და გაჩუმებას აპირებს.
„გამარჯობა, ჩემო მეგობრებო… როგორც მეუბნებიან, პირდი ცხოვრების ამსახველ ახალ ვიდეოში, რომლის გამოქვეყნებასაც აპირებენ, თურმე ჩემი გვარიც დაანონსდა. მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე… დანარჩენს უკვე გადაცემიდან ვიტყვი, დღეს, ორ საათზე ეთერი მაქვს. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია, არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე… მირეკეს, მწერეს და ჩემი შვილის გარდა, ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ ჩემი გვარი დაანონსდა, ვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებასაც აპირებენ, თუ ქვეყნიდან და პოლიტიკიდან (???) არ წავალ… დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!!! მე ღიად ვხსნი ამ თემას… თუ ასეთ ქვეყანაში უნდა გვაცხოვრონ, მაშინ თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას. ეთერში ვარ ორზე“, – წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, სადაც მასალის ავტორი პოლიტიკოსებს მუქარით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები