ნათია ომაძე საკუთარი უფლებების დაცვას იწყებს

გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ნათია ომაძე, რომელიც სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას იწყებს.
ამასთან, ომაძე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მას მხარს უჭერს და გულშემატკივრობს.„ამ გრძელი და რთული დღის შემდეგ როგორც იქნა მოვიცალე დასაწერად. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის – მედიას, კოლეგებს, საჯარო მოხელეებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს უცნობებს თუ ნაცნობებს. მათაც დიდი მადლობა სხვებისგან დამალულად რომ გამოხატავდნენ თანადგომას. მადლობა იმათაც, ვისაც სირაქლემას პოზა ჰქონდა მიღებული… ჩემთვის, საბოლოო გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი თქვენი მხარდაჭერაა. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში სოლიდარობის გამოხატვა, უსამართლობის გაპროტესტება და მოქალაქეობის განცდა მნიშვნელოვნად გაიზარდა… მე მხოლოდ საკუთარი უფლებებისთვის არ ვიბრძვი და ამ ბრძოლაში ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით“ – წერს ნათია ომაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. როგორც „კვირას“ ნათია ომაძემ განუცხადა, მისი გათავისულების შესახებ ბრძანება გორის საკრებულოში ამ დრომდე არ შესულა. მისი თქმით, მას გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გათავისუიფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, თუმცა ნათია ომაძეს ეს განცხადება არ დაუწერია.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშეწედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დაინიშნოს. ის ამ თანამდებობაზე ნათია ომაძეს ჩაანაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები