ამირან სალუქვაძე: ხალხნო, არ შეიძლება ყველაფრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება

საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული პროცესების თაობაზე პოლიტიკური პირების მხრიდან სტუდენტების “წამაქეზებელ“ რეაქციებს ეხმაურება.
“რა თქმა უნდა, მისასალმებელია აქტიური ახალგაზრდობა და სტუდენტები. არანაირად არ შევეხები აქციის თემას. ეს სტუდენტების და უნივერსიტეტის საქმეა. მე სხვა რამ მაწუხებს. კერძოდ, სტუდენტებმა მოითხოვეს, რათა პოლიტიკოსები შორს დამდგარიყვნენ აქციისგან. ამის მიუხედავად, ვკითხულობ „ფბ“-ს კედელს და სავსეა სხვადასხვა – პოლიტიკაში თუ პოლიტიკასთან ახლოს მყოფი პირების მხარდამჭერი და წამაქეზებელი ჩანაწერებით. ხალხნო, არ შეიძლება ყველაფრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. სტუდენტები ჩვენი შვილები არიან. იმის ნაცვლად, რომ დავამშვიდოთ სიტუაცია და მღელვარების გარეშე დარეგულირებაში დავეხმაროთ, იწყება „ვაშა“-ს ძახილი იმის მოლოდინში, რომ სტუდენტების ხელით რაიმე სერიოზული აგორდეს. პრემიერის რეაქცია დროული იყო, სწორი აქცენტებით. კარგი იქნება, თუ ყველა გაითვალისწინებს“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს და უნივერსიტეტის კანცლერის პოსტზე წარდგენილ გიორგი გაფრინდაშვილს მოუწოდა, არჩევნებიდან მოხსნას კანდიდატურა „ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები