გორის მაჟორიტარი: რუსიშვილის მმართველობის სტილი არ შეესაბამებოდა გამოწვევებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის წინაშე იდგა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ვახტანგიშვილმა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ზურაბ რუსიშვილი გააკრიტიკა. მისი თქმით, მმართველობის სტილი, რომელიც მას ჰქონდა, არ შეესაბამებოდა იმ გამოწვევებს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის წინაშე იდგა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მისი შედეგებიდან და მოღვაწეობიდან გამომდინარე, მე მივმართე მას. მე ძალიან უკმაყოფილო ვიყავი იმ პოლიტიკით, რომელიც, ზოგადად, გორის რაიონში გაატარა, მისი დამოკიდებულება ბევრად უფრო კოლეგიალური უნდა ყოფილიყო მთელი რიგი პროცესებისადმი. გორის რაიონი არის სპეციფიკურად განსხვავებული, გამომდინარე იქიდან, რომ ის ესაზღვრება კონფლიქტის ზონას. მმართველობის სტილი, რომელიც მას ჰქონდა, არ შეესაბამებოდა იმ გამოწვევებს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის წინაშე იდგა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გადაწყვეტილება რომელიც პრემიერმა მიიღო, დროული და აუცილებელი იყო“,- განაცხადა სოსო ვახტანგიშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი გუბერნატორის ფინანსთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ვახტანგიშვილის თქმით, მსგავსი რამ გამორიცხულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები