რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი ულტიმატუმებს არასდროს გამოხმაურებია.
“მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ზელენსკიმ, ევროპელ ამხანაგებთან ერთად, საუბარი დაიწყო სანქციების გამკაცრებაზე: მათ კიდევ ერთხელ იმღერეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, თუ როგორ არ შეიძლება რუსეთის ნდობა, რომ ის უნდა დაისაჯოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა დაიმახსოვროთ: რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს“, – აღნიშნა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით , ეს პოზიცია რუსეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააჟღერა და რუსმა ხალხმაც დაადასტურა.
„აშკარაა, რომ მშვიდობის მიღწევა დასავლეთ ევროპელ ულტრალიბერალებს არ აინტერესებთ. ისინი სხვა მიზანს მისდევენ: ნებისმიერ ფასად მისცენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესვენება, რათა აღადგინონ სამხედრო პოტენციალი და განაგრძონ კონფრონტაცია ჩვენს ქვეყანასთან“, – აღნიშნა მან.
ზახაროვას მტკიცებით, უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ჩაშლა და რუსეთის დელეგაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სცადეს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის სპექტაკლი ჩაიშალა.