რომან გოცირიძე: 50 თეთრიანი არის ყველაზე იაფი შენადნობებისაგას დამზადებული მონეტა

ექსპერტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც 50 თეთრიანების ძვირად შეძენის ფაქტებს უკავშირდება.
როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, 50 თეთრიანი არის ყველაზე იაფი შენადნობებისაგას-სპილენძისა და თუთიისაგან დამზადებული მონეტა. მას არა აქვს რაიმე განსაკუთრებული დამცავი ნიშანი, გარდა მასზე ამოტვიფრული ნახატებისა.
“შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ რადგან ვიღაც თაღლითები ხალხს ატყუებენ და ამას არა აქვს ჯერ კიდევ დიდი მასშტაბი შეძენილი, მინდა დროზე გამოვხატო ჩემო პოზიცია. ეს ეხება 50 თეთრიანების საკმაოდ ძვირად შეძენის ფაქტებს, იმის იმედად, რომ შემდგომ გაცილებით ძვირდ გადაყიდონ. 50 თეთრიანი არის ყველაზე იაფი შენადნობებისაგას-სპილენძისა და თუთიისაგან დამზადებული მონეტა. მას არა აქვს რაიმე განსაკუთრებული დამცავი ნიშანი, გარდა მასზე ამოტვიფრული ნახატებისა. მისი გაყალბება იყო ელემენტარული, ამიტომ ათასობით ყალბი ფული გაჩნდა მიმოქცევაში. ნამდვილისაგან მისი გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, მისი ამოცნობა ყველაზე კარგად შეეძლოთ “მარშრუტკის” მძღოლებს. ხელში დაჭერისას გრძნობდნენ სხვაობას ორიგინალსა და თვითნაკეთს შორის წონის მიხედვით. გადავწყვიტეთ, რომ პარალელურ ბრუნვაში გაგვეშვა ახალი, ყოველმხრივ დაცული 50 თეთრიანი და მიმოქცევიდან ძველების ამოღების შემდეგ ისინი კვლავ არ ჩაგვებრუნებინა უკან. დღეისათვის უდიდესი ნაწილი ამოღებულია. ამიტომ, მისმა იშვიათობამ თაღლითებში გააჩინა იდეა, რომ შეექმნათ აჟიოტაჟური მოთხოვნა და შემდეგ საკუთარ მარაგებში არსებული მონეტები ათმაგად და ასმაგად გაეყიდათ. სწორედ ამ პროცესის საწყისი ეტაპის მომსწრენი ვართ ახლა. 50 თეთრიანის სწრაფად შეცვლას გულდასდაწყვეტი შედეგიც მოჰყვა: გაქრება მასზე გამოსახულია XI საუკუნის სამთავისის ტაძრის ფასადზე განთავსებული გრიფონის რელიეფური გამოსახულება. სამწუხაროდ, მაშინ პრიორიტეტი სხვა რამ იყო. იმედია, მომავალში დიზაინის ეს ელემენტი კვლავ აღდგება ქართულ ხურდა ფულზე.
P.S. სადღაც წავიკითხე, რომ ძველ საბჭოთა სავარჯიშო გირებს იბარებენ დიდ ფასადო. თურმე პლატინა ურევია მცირე ოდენობით ეს უკვე უფრო დიდი, პოსტსაბჭოთა სივრცეში დატრიალებული აფიორაა. არ ენდოთ! ზოგადად, არ ენდოთ, რაც ეკონომიკაში ყველაზე ადვილად მისღწევი მოგეჩვენებათ. სწორედ ეს ქმნიდა საფრთხეებს მთელი ისტორიის მანძილზე და დღემდე ვერ განთავისუფლებულა კაცობრიობა ამ ილუზიისაგან”, – წერს გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები