ზვიად კვაჭანტირაძე: გოგი თოფაძის განცხადება სრულად ეწინააღმდეგება უმრავლესობის პოზიციას

„საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი გუნდი დეპუტატ გოგი თოფაძის დღევანდელ განცხადებას, თურქეთთან დაკავშირებით, ემიჯნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფესიბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს.

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადება სრულად ეწინააღმდეგება უმრავლესობის პოზიციას.

„საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი გუნდი დეპუტატ გოგი თოფაძის დღევანდელ განცხადებას, თურქეთთან დაკავშირებით, ემიჯნება და აცხადებს, რომ დეპუტატის განცხადება სრულად ეწინააღმდეგება უმრავლესობის პოზიციას.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, რომელთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მმართველი გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დეპუტატმა გოგი თოფაძემ თურქეთის სახელმწიფოს მიმართ განცხადება გააკეთა.

„თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?“- ამის შესახებ დეპუტატმა გოგი თოფაძემ პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე “გაზპრომის“ თემაზე საუბრისას განაცხადა. თოფაძის თქმით, იმას, რომ “გაზპრომიდან” მივიღოთ დამატებითი აირი, სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები