თინა ხიდაშელი უსუფაშვილს მიმართავს: „მაგრად ჩამჭიდე ხელი“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. ის მის მეუღლეს, პარლამენტის თავჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავს, როგორც ჩანს, უსუფაშვილს დღეს დაბადების დღე აქვს, თუმცა გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო წყვილი ერთად ყოფნას ვერ ახერხებს.
„დათო მამას დაბადების დღე აქვს. არც კი ვიცი, როდის ვნახავ დღეს (არადა, ერთი დღით რომ მომეპარა, როგორ მინდოდა). მიყვარხარ, ვიცი, რომ ძალიან დიდ ხანს ვივლით ასე ხელიხელჩაჭიდებულნი.
გახსოვს, 21 დეკემბერს ჩავჭიდეთ ხელი ერთმანეთს, იმ დღეს, თბილისში ომი რომ დაიწყო. იმ დღეზე უარესი, უფრო მძიმე, უფრო შეუძლებელი ქვეყანა არასოდეს გამოჩნდება. ალბათ ამიტომ ვერ მოგიპარე მას შემდეგ ვერცერთ 5 მარტს, სულ მუდამ “მაგრად ჩამჭიდე ხელი”. ცხოვრება დავიბედეთ. ასეთი ცხოვრება მიყვარს, ასე ავირჩეით, და, როგორც ჩანს, სულ ასე იქნება. კარგია. მიყვარხარ. მაგრად ჩამჭიდე ხელი”,- წერს ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები