სტამბოლში ტერორისტების თავდასხმის შედეგად პოლიციელი დაიჭრა

სტამბოლში, პოლიციის შენობაზე ორი ტერორისტი ქალის თავდასხმის შედეგად პოლიციელი დაიჭრა. დაჭრილია ასევე ერთ-ერთი თავდამსხმელიც. ამის შესახებ ტელეარხი NTV იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ორმა ტერორისტმა ქალმა სტამბოლის ბაირამფაშას რაიონში, პოლიციის შენობაში ხელყუმბარები შეაგდო, ხოლო შემდეგ სროლა დაიწყეს.
თავდამსხმელები მიმალვას შეეცადნენ, მაგრამ მეზობელ შენობაში მათი ბლოკირება მოახდინეს. ამჟამად დამნაშავეების დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პოლიცია მათ დანებებას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები