თამარ კორძაია: ავკრძალოთ სიგარეტი და მწეველებს ხელიდან ავართვათ მოკიდებული ღერი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება და საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში სტატუსის სახით აქვეყნებს.
„დიდი დისკუსიაა იმასთან დაკავშირებით, მარიხუანას მოხმარებისათვის ადამიანი უნდა იჯდეს თუ არა ციხეში?! სასჯელის მომხრეების ძირითადი არგუმენტი ისაა, რომ მომხმარებელი ვნებს ჯერ საკუთარ ჯანმრთელობას და შემდგომ ვნებს გარშემო მყოფ პირებს, აძლევს მავნე მაგალითს. სიგარეტის კოლოფებს, ძირითადად, აწერია: “მოწევა კლავს!” ავკრძალოთ სიგარეტი, დავიწყოთ მასობრივი სვლები ქუჩაში და მწეველებს ხელიდან ავართვათ მოკიდებული ღერი და გადავუგდოთ. თან მაღალმორალურად ავუხსნათ, რომ ასეთი ქცევის ნახვისას ნებისყოფა არ გვეყოფა და ჩვენც “მოვიკლავთ თავს, ხოლო მათ კი, ვინ მისცა უფლება, ჩვენს ნებისყოფას შეეხოს?!”
ამაზე ვსაუბროთ და ვკამათობთ! საკუთარი თავის რწმენა არა გვაქვს და სხვას ვსჯით! საკუთარი თავისუფლების განცდაც არა გვაქვს, ანუ არ გვინდა თავისუფლება და გვინდა სხვასაც წავართვათ?! ოღონდ არ მინდა ლექციები, თავისუფლება ესააა და ისააა. ამას აჯობებს, წაიკითხოთ მილი ან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება!“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თამარ კორძაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები