გიორგი ქადაგიძე მადლობას იხდის

საქართველოს ეროვნული ბაკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ხვალ ეწურება, ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და განვლილ პერიოდს მოკლედ აჯამებს.
“ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 (10) წელი იყო. იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით. ჯერ მხოლოდ ასე შევაფასებ, მემუარების წერა ძალიან ადრეა. მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის“, – წერს გიორგი ქადაგიძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და, შესაბამისად, ბანკის საბჭოს წევრს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 25 თებერვალს ეწურება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ეროვნულ ბანკში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, როდის დანიშნავს პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძის შემცვლელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები