ობამამ და პუტინმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარი დაუჭირეს. ის 27 თებერვლიდან ძალაში უნდა შევიდეს. ამასთანავე, ტერორისტულ დაჯგუფებებზე იერიშები გაგრძელდება. ობამამ და პუტინმა ეს საკითხი სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს.
„ჩვენ შევათანხმეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები. რუსეთმა და აშშ-მ ეს საკითხი შეათანხმეს, ვინაიდან სირიის საერთაშორისო გჯუფის თანათავმჯდომარეები არიან“, – განუცხადა პუტინმა რუსულ მედიას.
პუტინის თქმით, სირიის კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარემ 26 თებერვლამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარი უნდა დაუჭიროს, რის შემდეგაც ავიადარტყმები მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოზე“ გაგრძელდება. ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრები სამჯერ გამართეს. საბოლოოდ მათ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები შეათანხმეს და მოლაპარაკების შედეგების შესახებ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს აცნობეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები