მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 23-26 თებერვალს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, ბერლინში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძეგერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, მხარეები ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავენ. მინისტრი შეხვდება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველს.
დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალურ სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს, აგრეთვე, გერმანიის ბუნდესტაგში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან, ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა, საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში. მიხეილ ჯანელიძე, ასევე, შეხვდება ბუნდესტაგის ე.წ. 94-იანების კლუბის წევრ დეპუტატებს.
ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლები გერმანულ ანალიტიკურ ცენტრებში, შეხვედრები გერმანელ ექსპერტებთან და გერმანული მედიის წარმომადგენლებთან.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ზაარბრიუკენსა და ვადერნს ეწვევა. მიხეილ ჯანელიძე შეხვდება აღნიშნული ქალაქებს მერებს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებს. ესტუმრება ზაარბრიუკენის უნივერსიტეტსა და ვადერნის სკოლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები