ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ჩეხეთის დელეგაციას შორის ჩეხეთ-საქართველოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე საუბარი, ჰრზანის სასახლეში, ჩეხეთის მთავრობის მეთაურის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილზე გაგრძელდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ჩეხ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჰრზანის სასახლეში, საპატიო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.