ირაკლი სესიაშვილი არასამთავრობოებს პასუხობს: საუბარია სერვისის და არა მაგისტრალური კაბელის გასხვისებაზე

“კავკასუს ონლაინსა“ და კომპანია “ბილაინს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ საფრთხე არ არსებობს და საკითხის პოლიტიზება ხდება.
“საუბარია სერვისის და არა მაგისტრალური კაბელის გასხვისებაზე, ამიტომ ამ შემთხვევაში სერვისის წილში არა რუსული კომპანია, მაგრამ ერთგვარი ეჭვის მატარებელი კომპანია თუკი შედის, ეს იმ ტიპის რისკებს და საფრთხეებს არ წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ჩრდილოელი მეზობლისგან. მეჩვენება, რომ ეს საკითხი პოლიტიზებულია და უფრო პოლიტიკური ყვირილის საფუძველს ქმნის, თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყოველთვის იქნება იმის სადარაჯოზე, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისისთ ქვეყანა დაცული იყოს,“ – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები