ლევან მამალაძე: რის გამო ყარა სააკაშვილმა დუჟები?!

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ინტერვიუს ეხმაურება.
მისი აზრით, ოდესის გუბერნატორს საპარლამენტო არჩევნებში ხმების გაზრდის არანაირი შანსი არ აქვს. მისი რეიტინგი 8%-ს არ აღემატება და ეს გარდაბნის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
“რის გამო ყარა სააკაშვილმა დუჟები?! სახალხო ხელისუფლებამ სააკა პანიკაში ჩააგდო! მიშა რას გეგმავს ოდესიდან საქართველოში სიტუაციის ასარევად, დაზუსტებით ვიცი. გამწარებულია და ცოფებს ყრის, რომ ჩვენ ხალხის მოთხოვნით პოლიტიკური მოძრაობა, „სახლხო ხელისუფლება“ ჩამოვაყალიბეთ. ოდესის გუბერნატორს, საპარლამენტო არჩევნებში ხმების გაზრდის არანაირი შანსი არ აქვს. მისი რეიტინგი 8%-ს არ აღემატება. გარდაბნის არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მიშამ მთელი თავისი „დესანტი“ გადასხა გარდაბანში, ხოლო მთავრობა და მთელი „ოცნება“ რაიონს შეესია. ორივემ ერთად გარდაბნის გამგებლის არჩევნებში 30 %-ზე მეტი ხალხი ვერ მიიყვანა. მოსახლეობის 70% მხარს არ უჭერს მოძალადე სააკაშვილს და არც ცრუპენტელა მმართველ გუნდს. სააკა, ნაბარტყი პარტიებით ხალხს ვეღარ მოატყუებს, მისი ემისრები დადიან რაიონებში და ყველგან სახალხო ხელისუფლება ხვდებათ! ამის გამო ყარა გაცოფებულმა დუჟები! სააკას ტექნოლოგებმა კარგად იციან, რომ არჩევნებში სახალხო ხელისუფლება გაიმარჯვებს! მიშას ვერ უშველიან „ოცნებაში“ შეგზავნილი უსუფა – ხიდაშელები, პროკურატურას შეფარებული ზონდერები და მოსყიდული მოსამართლეები. მიშა სააკაშვილს ეროვნულ ინტერესთა ღალატისთვის, საქართველოს დახლეჩისთვის, ადამიანების ამოხოცვისა და გაუბედურებისთვის ქართველი ხალხი გაასამართლებს. უკეთეს შემთხვევაში მას იძულებით მკურნალობას დაუნიშნავენ ფსიქიატრიულ კლინიკაში”, – წერს სოციალურ ქსელში ლევან მამალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები