რატომ “გადაეკიდა“ პატრული ნიკა არაბიძეს?

გაზეთი “ალია“ რუბრიკით “ჰობი“ მსახიობ ნიკა არაბიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ნიკა არაბიძე ამბობს, რომ ბავშვობაში, როგორც ყველა ბიჭის სტანდარტული ოცნება, მისიც კოსმონავტობა და პოლიციელობა იყო… თუმცა მთავარი ოცნება ჰქონდა – მსახიობობა უნდოდა. განათლებით ინჟინერ-პოლიგრაფისტია. მისი თქმით, წესით, დღეს, სტამბის დირექტორი უნდა ყოფილიყო.
“კვირა“ ინტერვიუდან ერთ-ერთ სახალისო ამონარიდს გთავაზობთ:
“განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მე და საპატრულო პოლიციას. დასავლეთში ხშირად მიწევს გამგზავრება და სულ მეჩქარება. მივქრივარ ერთხელაც აწყვეტილი, გამაჩერა პატრულმა, ავწიე ხელები და გადმოვედი დამნაშავის გამომეტყველებით, დამინახეს თუ არა, ოჰ, არაბიძეო და სახეები გაებადრათ,მ ეც გავთამამდი, მოიკითხე მთელი “კომედი შოუ“. მეც არ დავრჩი ვალში და მთელი საპატრულო პოლიცია მოვიკითხე, ვისაუბრეთ, მოვშინაურდით და წასვლა რომ დავაპირე, შემომაპარეს, ბატონო ნიკა, ნელა იარეთ ცოტაო, მოვტრიალდი, გავშალე ხელები, კი, მარა, მითხარით, რამდენით მოდიოდითო. აბა, ეს მანქანა ოფლშია გახვითქული და იმით ეტყობა, რომ ჩქარა მოვდიოდი – მეთქი? – აი, ასეთი ტკბილი საუბარი გვაქვს ხოლმე ხშირად“, – აცხადებს ნიკა არაბიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები