“რატომ არ უნდა ჰქონდეს მერიას უფლება დააფინანსოს საკუთარი თანამშრომლის სწავლა?“

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია მერიის მიერ ყოფილი თანამშრომლისა და პროკურორ ლეონიდ გეგრგედავას შვილის სწავლის დაფინანსების გამო მიმდინარე აჟიოტაჟს ეხმაურება. ყოფილი დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს მერიას საკუთარი თანამშრომლის სწავლის დაფინანსების უფლება.
“ძალიან გავბოროტდით! ძალიან დაუნდობლები გავხდით! ის, ვინც ეს სკანდალი ააგორა, უბრალოდ, ჩასაფრებული და ბოღმიანი ადამიანია! საშიში ადამიანი! და ის, რომ მან შეძლო ჩვენი შვილებისთვის ტკივილის მიყენება, მერიის უსუსურებაზე მეტყველებს! სამი კითხვა მაქვს.
1. რატომ არ უნდა ჰქონდეს მერიას უფლება დააფინანსოს საკუთარი თანამშრომლის სწავლა ან კვალიფიკაციის ამაღლება???
2. რატომ უნდა იყოს პროკურორი სავალდებულოდ ფულიანი, კორუმპირებული (რაიმე სტანდარტი არსებობს?)
3. როდემდე იქნება თბილისის მერია შეშინებული, ჩასვრილი ბავშვის მდგომარეობაში, ათასი რჯულის ინტრიგანის ბრალდებების მიმართ? თაკო, ირაკლი, გვაპატიეთ, შვილებო!!!! ცხოვრება ძალიან უსამართლო და სასტიკია, მაგრამ საოცრად ლამაზი და საინტერესო!!! რადგან ასე მოხდა, არ დაიბნეთ, არ დაითრგუნოთ! მოემზადეთ ბრძოლისთვის. არ დამორჩილდეთ უნამუსობას! არ შეგეშეინდეთ ჩასაფრებული ადამიანების! ისინი ძალიან საბრალონი არიან!!!!“, – წერს ხათუნა ხოფერია.
შეგახსენებთ,რომ თბილისის მერიამ, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის ნიკა მელიას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ, სადაც ჩანს, რომ დავით ნარმანიამ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის – ლეონიდ გერგედავას ქალიშვილს, პარიზში საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 5 400 ლარი გადაურიცხა, შიდაუწყებრივი მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის დასრულების შემდეგ, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თნამშრომლი გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები