“მოიკითხეთ ან მოინახულეთ თქვენი მშობლები“-ლეონიდ ჩერნოვეცკი საზოგადოებას რჩევით მიმართავს

„მოიკითხეთ ან მოინახულეთ თქვენი მშობლები“,-აღნიშნული რჩევით პარტია „ბედნიერი საქართველო“-ს ლიდერი ლეონით ჩერნოვეცკი საზოგადოებას მიმართავს და სოციალურ ქსელში საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
პოლიტიკოსი წერს, რომ პატარა ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ის, რომ ნახოს როგორ ცხოვრობს თავისი მშობლები – პატიოსნად, ღირსეულად, უფლისა და საზოგადოების კანონების მიხედვით.
„მე სამი შვილი მყავს, ორი მათგანი ქრისტინა და სტეფანე უკვე ზრდასრულები და დამოუკიდებლები არიან. დიდი ხანია მშობლებიც გახდნენ, გაბრიელი კი მხოლოდ 2 წლისაა…
ჩემი აზრით აღზრდის მთავარი პრინციპი – საკუთარი მაგალითის ჩვენებაა. პატარა ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ის, რომ ნახოს როგორ ცხოვრობს თავისი მშობლები – პატიოსნად, ღირსეულად, უფლისა და საზოგადოების კანონების მიხედვით!
რაც შეეხება ამ ვიდეოს ფილოსოფიას, მინდა ავღნიშნო, რომ რწმენა ყველას სჭირდება – დაწყებული სულ პატარებიდან უფრო მოზრდილებით დამთავრებული, თუ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს თქვენი სჯერათ – შეიძლება მთები შესძრათ და წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწიოთ. დედაჩემი სწორედ ასეთი იყო – ადამიანი, რომელმაც შთამაგონა და იმ პიროვნებად ჩამომაყალიბა, როგორიც ეხლა ვარ! მთავარი, რაც მან მასწავლა – ვიყო კეთილი და პატიოსანი ადამიანი, ეს მე ჩემს შვილებს გადავეცი, მათ კი ჩემს შვილიშვილებს …
მოიკითხეთ ან მოინახულეთ თქვენი მშობლები“,-წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
იგი პოსტთან ერთად ვიდეოს ავრცელებს სახელწოდებით „ხანდახან სიტყვა კლავს ოცნებას“,რომლის ყურებისას მთელი ბავშვობა თვალწინ წარმოგიდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები