თინა ხიდაშელი: ჩემი „ფეიქი“ თუ უნდა გააკეთოთ მაინცდამაინც, ინგლისური მაინც ისწავლეთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აცხადებს, რომ გუშინ მისი სახელით და გვარით ორი ფეისბუქგვერდი შეიქმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
“ახალ გვერდს არ ვხსნი. თუ შეგხვდათ რამე, დაარეპორტეთ! ჩემს საპატივცემულოდ, გუშინ 2 ახალი გვერდი გაიხსნა. ერთზე ჯერ არავითარი ინფორმაცია არ დევს და ამიტომ ვნახოთ, როგორ წავა საქმე, მეორე კი ძალიან საინტერესოა. „სქრინ-შოთს“ ვდებ. ამ შაბათ დილას გავხალისდი. ჩემი „ფეიქი“ თუ უნდა გააკეთოთ მაინცდამაინც, ინგლისური მაინც ისწავლეთ, ან ვინც იცის, შეახედეთ, ან „სპელ-ჩეკი“ გამოიყენეთ. ძალიან სასაცილოები რომ ხართ, არ მიხარია, მაინც ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ხართ. მეგობრებო, ახალ გვერდს არ ვხსნი, ესეც საკმარისია”, – წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები