ზაზა შენგელიას საჩუქარი უიტნი ჰიუსტონს და გულაჩუყებული მომღერალი – ფოტოკოლაჟი

“ფეისბუქზე” ექსკლუზიურად თქვენთვის ვაქვეყნებ იმ ყელსაბამის სურათებს, რომელიც ჩემი თხოვნით დიზინერმა თეა გურგენიძემ სპეციალურად უიტნი ჰიუსტონისთვის დაამზადა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს.
ზაზა შენგელიამ ლეგენდარულ მომღერალს ყელსაბამთან ერთად ბროშურაც გადასცა, რომელმაც მისი თქმით, უიტნის “გული აუჩუყა”.
“როგორც დაგპირდით, პირველად “ფეისბუქზე” ექსკლუზიურად თქვენთვის ვაქვეყნებ იმ ყელსაბამის სურათებს, რომელიც ჩემი თხოვნით დიზინერმა თეა გურგენიძემ სპეციალურად უიტნი ჰიუსტონისთვის დაამზადა 2004 წელს.
ასევე, ვაქვეყნებ უიტნისთან შეხვედრის ფოტოსურათებს, სადაც ჩანს მისი რეაქცია ყელსაბამის და მისი თანმხლები ბროშურის ხილვის შემდეგ… ბროშურის ტექსტის შედგენაში ძალიან დამეხმარა ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარი ზაზა სიამიშვილი, რისთვისაც, კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი მას.
ბროშურის პირველ აბზაცში უიტნის მისამართით მესამე პირში გამოთქმულია ის ცალკეული ცნობილი ფრაზები, რომელსაც თავის სიმღერებში პირველ პირში მღეროდა. შემდეგ მოდის ტექსტი: ”ეს ყელსაბამი დამზადდა უდიდესი წარსულის მქონე საქართველოში, სპეციალურად ულამაზესი ქალბატონისათვის, საუკეთესო დედისათვის, შესანიშნავი მეუღლისათვის, მზრუნველი ქალიშვილისათვის, ერთგული მეგობრისათვის, უდიდესი მუსიკოსისა და ნამდვილი დივასათვის, უიტნი ჰიუსტონისათვის. ეს საჩუქარი მადლიერების ნიშნად გადაეცემა მას ქართველი ფანებისგან იმ მუდმივი სიხარულისათვის, კრეატიულობისა და სულიერებისათვის, რომელიც მუდმივად აღაფრთოვანებთ მათ”.
შეგახესებთ, რომ ყელსაბამი დამზადებულია ქართული ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნოლოგიის სრული დაცვით. ბროშურის ტქსტმა უიტნის ძალიან აუჩუყა გული” , – წერს ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.
10495000_10153933004917329_620742393678121124_o

10644261_10153933000317329_380454547431222891_o

11754689_10153933005222329_3617904695119999040_o

11782333_10153932998232329_7850557488750042251_o

12729327_10153933004487329_2894845398499440316_n

12733460_10153933000972329_4161983597820447063_n

12743844_10153933005762329_6712919507024822751_n

12745498_10153933005547329_6448670244582821897_n

12747282_10153933002867329_5649146565560053485_o

12747927_10153933003622329_2659554942217546914_o

12764422_10153933003297329_4042113600532860641_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები