ძლიერი აფეთქება ანკარაში – გარდაცვლილია ხუთი ადამიანი
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ძლიერი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქება სამხედროების საერთო საცხოვრებელთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი ერთ-ერთ მანქანაში იყო ჩამონტაჟებული.