ჩრდილოეთ ოსეთში 20 ტონა მანდარინი ბულდოზერმა გასრისა

ჩრდილოეთ ოსეთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ზემო ლარსთან 20 ტონა მანდარინი განადგურდა. ამის შესახებ „რია-ნოვოსტი“ იუწყება.
მანდარინები რუსეთში სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებიდან შეიტანეს, რომელთა მიმართ რუსეთში სასურსათო სანქციები მოქმედებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, მანდარინები ნაგავსაყრელზე ბულდოზერმა გაჭყლიტა. „პროდუქცია, რომლის მიმართ სანქციები მოქმედებს, მექანიკური გაჭყლეტის გზით ვლადიკავკაზის პოლიგონზე განადგურდა“, – ნათქვამია რუსეთის საბაჟო ორგანოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას სასურსათო ემბარგო გასული წლის ივნისში დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები