საფრანგეთში, ჟან-მარი ლე პენის სახლში და „ნაციონალური ფრონტის“ ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

საფრანგეთში თაღლითობის საქმის გამოძიების ფარგლებში, ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ოფისში და პარტიის დამფუძნებლის, ჟან-მარი ლე პენის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გამომძიებლები ცდილობენ, დაადგინონ, ხომ არ გამოუყენებია პარტიას მისი თანამშრომლებისთვის ხელფასების გასაცემად ევროპარლამენტის დეპუტატების თანაშემწეებისთვის გამოყოფილი თანხები.
„ნაციონალურ ფრონტში“ აცხადებენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ. პარტიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩხრეკა „პოლიტიკური ოპერაციაა“, რომელიც, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის და პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსის ორგანიზებით, პარტიის დაშინების მიზნით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები