კომპანია Bombardier-ი 7 ათას თანამშრომელს დაითხოვს

კანადური კომპანია Bombardier-მა სამსახურიდან 7 ათასი თანამშრომლის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
თვითმფრინავების და სარკინიგზო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია ორი წლის განმავლობაში მასშტაბურ რესტრუქტურიზაციას განახორციელებს.
„თანამშრომელთა შემცირება წარმოების შემცირებით და მაკროეკონომიკური მონაცემების გაუარესებით არის გამოწვეული“, – აცხადებენ Bombardier-ში.
კომპანია Bombardier-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფი Bombardier Aerospace მსოფლიოში სამგზავრო ავიალაინერების წარმოებით, Boeing-ის, Airbus-ის და Embraer-ის შემდეგ, მეოთხე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები