სოფი მარსოს ყოფილი ქმარი გარდაიცვალა

ცნობილი ფრანგი კინომსახიობის, სოფი მარსოს ყოფილი ქმარი, პოლონელი კინორეჟისორი ანჯეი ჟულავსკი 75 ასაკში გარდაიცვალა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ჟულავსკი კიბოთი იყო დაავადებული. ანჯეი ჟულავსკის ყველაზე ცნობილი ფილმებია: „მთავარია – გიყვარდეს“ და „შეპყრობილი“.
ჟულავსკის ბევრ ფილმში მთავარ როლს სოფი მარსო ასრულებს, რომელიც 1984 – 2001 წლებში მისი მეუღლე იყო. ანჯეი ჟულავსკის ზოგიერთი ფილმი, ეროტიკისა და ძალადობის სცენების გამო, ხშირად სკანდალს იწვევდა. მისი მისტიკური ფილმი „ეშმაკი“ პოლონეთში აკრძალული იყო. რეჟისორმა სხვადასხვა კინოფესტივალზე 16 ჯილდო მიიღო. ის რამდენიმე რომანის ავტორიც არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები