იაპონიამ კოსმოსში თანამგზავრი გაუშვა (ვიდეო)

იაპონიამ დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრი Astro-H გაუშვა, რომელმაც „შავ ხვრელებზე“ ინფორმაცია უნდა შეაგროვოს. თანამგზავრი ოთხი ტელესკოპით და ექვსი სენსორით არის აღჭურვილი და სხვადასხვა ტიპის რენტგენულ გამოსხივებას აფიქსირებს. Astro-H-ის ზომა 14 მეტრია, ხოლო მასა – სამი ტონა. კოსმოსური აპარატი Mitsubishi Heavy Industries-მა და იაპონიის აეროკოსმოსურმა სააგენტომ შექმნა. ის ყველზე დიდი თანამგზავრია, რაც კი იაპონიას ოდესმე ორბიტაზე გაუყვანია. თანამგზავრის გაშვება 12 თებერვლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ცუდი ამინდის გამო რამდენიმე დღით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები