იემენში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

იემენის ქალაქ ადენში აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა. ტერაქტის მომენტში ტერორისტის გარშემო ბევრი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ბოლო დღეებში ადენში სიტუაცია მნიშვნელოვნად გამწვავდა. სამშაბათს რეგიონის გუბერნატორზე თავდასხმა მოხდა, მის ესკორტს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლის დროს სამივე თავდამსხმელი მოკლეს. თავად გუბერნატორი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები